მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASA თანამშრომლებს 20%-ით ამცირებს - მიზეზი

nasa

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო კადრებს 20%-ით ამცირებს. NASA ადასტურებს, რომ დაახლოებით 4 000-მა თანამშრომელმა სააგენტოს სამსახურიდან დათხოვნის განცხადებით მიმართა.

კერძოდ, საუბარია 3 870 თანამშრომელზე, რომელთა რიცხვიც, მომდევნო დღეებში, შესაძლოა გაიზარდოს. სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა კი 14 000-მდე შემცირდება.

სამუშაო ძალის გადინება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული "გადავადებული განთავისუფლების პროგრამის" (DPR) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, NASA-ს მსგავს ფედერალურ სააგენტოებში დასაქმებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, წავიდნენ სამსახურიდან, მაგრამ კვლავ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებითა და სხვა უპირატესობებით, წინასწარ შეთანხმებულ თარიღამდე. თეთრი სახლის ეს ინიციატივა სამთავრობო ხარჯების შემცირებას ემსახურება.

DPR-ის ფარგლებში, NASA-ს თანამშრომლებს ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება ორჯერ მიეცათ. პირველ ეტაპზე სააგენტო 870-მა ადამიანმა დატოვა, მეორე ფაზის დროს კი პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 3000-მდე თანამშრომელმა გამოთქვა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 25 ივლისი იყო. NASA-ში მოელიან, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან წასვლის განცხადებას უკან გამოიხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები