მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებს

ნასდაქი

6 დეკემბრიდან Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმზე გადაიყვანს და დაამატებს ახალ, ღამის სესიას, რათა კონკურენცია გაუწიოს კრიპტოვალუტების 24-საათიან ბაზრებს და დააკმაყოფილოს უცხოელი ინვესტორების მზარდი მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თანხმობას, ნიშნავს, რომ სავაჭრო კვირა კვირა საღამოდან პარასკევ საღამომდე თითქმის შეუფერხებლად წარიმართება.

აღნიშნული სიახლე ევროპელი ინვესტორებს ლონდონის ბირჟის გახსნამდე ამერიკული აქციებით ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

Nasdaq-ის პრეზიდენტის განცხადებით, გაფართოების მიზანი ინვესტორებისთვის წვდომის გაზრდა და სიმდიდრის დაგროვების ახალი შესაძლებლობების შექმნაა.

ეს ნაბიჯი გამყარებულია სტატისტიკითაც - 2024 წლის შუა პერიოდისთვის აშშ-ის აქციებში უცხოურმა ინვესტიციებმა 17 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ტრადიციული ბირჟები სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიან არასამუშაო საათებში მომხდარი მოულოდნელი გეოპოლიტიკური შოკების გამო, რაც ტრეიდერებს ალტერნატიული, მუდმივად მოქმედი კრიპტო და დეცენტრალიზებული პლატფორმებისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ი ამ მიმართულებით მარტო არ არის: კონკურენტმა ბირჟა NYSE-მ უკვე მიიღო 22-საათიან სავაჭრო დღეზე დასტური.

ახალი ღამის სესია Nasdaq-ის სტრატეგიის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი საბოლოო მიზანი სრულად 24/7 სავაჭრო რეჟიმზე გადასვლაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები