მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nasdaq-მა და კრიპტობირჟა Kraken-მა 24-საათიან სავაჭრო რეჟიმზე დაიწყეს მუშაობა

NASDAQ

ამერიკული საფონდო ბირჟა Nasdaq-ი კრიპტობირჟა Kraken-თან პარტნიორობით გეგმავს შექმნას პლატფორმა, რომელიც ტრეიდერებს კომპანიების აქციების ტოკენიზებული ვერსიებით 24-საათიან რეჟიმში ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

პროექტის მიხედვით, ტოკენიზებული აქციები მფლობელებს ზუსტად იმავე სამართლებრივ უფლებებსა და დივიდენდებს მისცემს, რასაც ტრადიციული ფასიანი ქაღალდები, რაც ამ ინიციატივას აქამდე არსებული სინთეზური დერივატივებისგან გამოარჩევს.

Nasdaq-ის პრეზიდენტის, ტალ კოენის განცხადებით, Kraken-ი ამ პროცესში ბლოკჩეინ-ექსპერტის და სადისტრიბუციო პარტნიორის როლს შეასრულებს, რომელიც აქციების ტოკენიზებულ ვერსიებს საკუთარ მომხმარებლებს ევროპასა და გლობალურ ბაზარზე შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატება და ამოქმედება დამოკიდებულია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) საბოლოო თანხმობაზე, რომელსაც Nasdaq-მა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.

თუ კომისიამ აღნიშნული ინიციატივა დაადასტურდა, მაშინ Nasdaq-ის ბირჟაზე წარმოდგენილი აქციებითა და ETF-ებით ვაჭრობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, განსხვავებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სტანდარტული სამუშაო განრიგისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები