მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატახტარი - ბათუმის სუბსიდირებული ავიარეისები შეწყდა

თვითმფრინავი

ნატახტრი - ბათუმი - ნატახტარის სუბსიდირებული ავიარეისები აღარ შესრულდება.

„აკ -ეარ ჯორჯიას“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" შეთანხმებით, 24 ნოემბრიდან, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის ავიარეისები შეწყდება. ცვლილება კერძო და სახელმწიფო კომპანიებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს შიდა ავიაბაზარზე სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდის შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ უნდა გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სუბსიდირებულ ავიარეისებს თბილისი - ბათუმი - თბილისი მიმართულებით „ჯეო სქაი“ ასრულებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. ავიაკომპანიის შეთავაზებული ფასი, ფრენის შესრულებისთვის დღგ-ს გარეშე 1 453 888.80 ლარია, შესაბამისად, 1 ადგილის ღირებულება დაახლოებით 155.30 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები