მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - Clearstream-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას

თურნავა
17.04.24 18:06
142
სტატიაში საუბარია:

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის ხელმძღვანელებს - იან ვილემსა და კრისტიან როსლერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისა და Clearstream-ის თანამშრომლობას როგორც სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდაში.

აღინიშნა ის პოზიტიური როლი, რომელსაც Clearstream საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში ასრულებს. იან ვილემსის თქმით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მხრივ, რაც განაპირობებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ როლს რეგიონის ფინანსურ სექტორში.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.

მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას.

მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირებისა და ინვესტირების პროცესის გაადვილების კუთხით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები