მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი მწვანე ეკონომიკაზე IMF-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრას დაესწრნენ

ლაშა ხუციშვილი ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად ლუქსემბურგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის გახსნის ოფიციალურ სესიას დაესწრნენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“, რომელსაც მოდერატორობას ნათია თურნავა გაუწევს.

"სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იქნება, განხილვის მთავარი თემა კი მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხება.

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19) შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ლუქსემბურგში გამართული წლევადელი შეხვედრა ექსპერტების, პოლიტიკის შემქმნელებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები