მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: დაიწყო საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება

5fd779eda3b9d
ინგა მურუსიძე
14.12.20 20:12
883
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ჩვენი გუნდის ჩართულობით დაიწყო საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს, 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენის მიმართულებით წლის განმავლობაში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა.

„შეიქმნა სპეციალური პროგრამა სწორედ ჩვენი თევზსაჭერი გემებისთვის, მათი განვითარებისთვის. ამ პროგრამის მხარდაჭერით უკვე მიდის სამი ახალი გემის მშენებლობა და ოთხი გემის გადაიარაღება და ეს არის საწინდარი, რომ ეს ინდუსტრია ძალიან მალე აღდგება და კონკურენტუნარიანი იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები