მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ეკონომიკის სტიმულირების გეგმა მოქმედია და საკმაოდ საჯაროც არის

5e776150bf057
დავით ჯალაღონია
22.03.20 17:00
1184
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე ისაუბრა.

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ეს გეგმა პირველ რიგში იმ დარგების სტიმულირებას ითვალისწინებს, რომელთაც კორონავირუსის გავრცელება ყველაზე მეტად შეეხო.

"ეკონომიკის სტიმულირების გეგმა უკვე მოქმედია და საკმაოდ საჯაროც არის. ჩვენ ვრეაგირებთ ძალიან ადეკვატურად იმ დიდ გლობალურ გამოწვევაზე, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია. ჩვენ პირველ რიგში, იმ დარგებსა და ინდუსტრიებს მივყვებით, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალობენ, მათ შორის, ჩვენივე ურთიერთშეთანხმებით და გადაწყვეტილების საფუძველზე.

პირველ რიგში, დაზარალდა ტურიზმი და ჩვენ უპრეცედენტო, ერთ მილიარდ ლარიანი პაკეტი შევთავაზეთ ტურიზმს, შემდეგ შევზღუდეთ რესტორნებისა და კაფეების ბიზნესი და იქაც არის შეღავათები, მათ შორის, ქონების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადია გადავადებული, სხვა ღონისძიებებზეც ვსაუბრობთ და ვეხმარებით.

ახლა შევზღუდეთ არასასურსათო ვაჭრობა და ამ ობიექტებთან ძალიან პროდუქტიული კომუნიკაცია გვაქვს და იქაც ვიხილავთ გარკვეული მხარდაჭერის გეგმას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება სასურსათო უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფაზე და ფასებზე. ჩვენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამდენიმე პროდუქტზე, ფასების რეგულირების უპრეცედენტო ზომა შემოვიღეთ. ვაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას. ჩვენი ამოცანაა, რესურსები გავთვალოთ. არ ვიცით, ეს სიტუაცია რამდენ ხანს გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები