მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა ეკონომისტი ჯანდაცვის მინისტრის უპირატესობებს ასახელებს

61c98b4af014e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.21 13:40
565
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე პროფესიით ეკონომისტი დაინიშნა, ისეთი დიდი უწყებისთვის როგორიც ჯანდაცვაა, მნიშვნელოვანია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ კოვიდის პერიოდში ფინანსებს სწორი მართვა ესაჭიროება და ზურაბ აზარაშვილი თავისი გამოცდილებით ამას შეძლებს.

„ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა. ჩემი კოლეგა ეკონომისტი, ფინანსისტი. მივესალმები, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს წარმატების საწინდარია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო და სექტორია. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში მისი რესურსტევადობა უფრო მეტად გაიზარდა. კოვიდი, ჯერჯერობით, არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის; აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა; ეს ერთი ამოცანაა, რომელსაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე რომელიმე სხვა პროფესიის ადამიანი.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ისეთი გამოწვევა, როგორიც ფასებია, მათ შორის ჯანდაცვის სერვისების. მოსახლეობისთვის ადეკვატური ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები მიწოდება მნიშვნელოვანია და ესეც დიდად დამოკიდებულია ჯანდაცვის სექტორის რეფორმის შემდგომ ეტაპზე. ეს დამოკიდებულია სწორ გათვლებზე, ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე. აქ იქნება ახალი მინისტრის და მისი ეკონომიკური გამოცდილების დიდი როლი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები