მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრს სიმონას კრეპშტას შეხვდა

თურნავა
03.05.24 11:41
41

თბილისში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთან, სიმონას კრეპშტასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ფინანსური ტექნოლოგიების დარგში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე.

ნათია თურნავამ სიმონას კრეპშტას ფინტექის განვითარების მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ შემუშავდა მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით, დაინერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზიები.

სიმონას კრეპშტამ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. კრეპშტას შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს, ბევრი საერთო, დიდი იმედები და თავდადება აქვთ უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები შექმნან და რეგიონის ფინტექ ჰაბად იქცნენ.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები