მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, გიდების მომსახურებით ისარგებლონ

5ee1f850de994
ინგა მურუსიძე
11.06.20 22:00
2984
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გიდების მომსახურებით ისარგებლონ. როგორც თურნავამ მთავრობის სხრომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, გიდები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.

„ძალიან დეტალური ინფორმაცია მაქვს გიდების პრობლემებთან დაკავშირებით. თავად გიდებისგანაც არაერთგზის მაქვს მოსმენილი. როცა ტურიზის მხარდაჭერის პროგრამაზე ვმუშაობდით, ყველა კატეგორიასთან და ყველა ჯგუფთან მქონდა ინტენსიური მუშაობა და ამაზე აიგო ანტიკრიზისული გეგმაც. რაც შეეხება გიდებს, საკმაოდ დიდი არმია გვყავს გიდების, პროფესიონალი ადამიანების, ვინც საკმაოდ წარმატებული იყვნენ ბოლო წლებში, ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა, მათაც შემოსავლები კარგად ჰქონდათ და პროფესიონალიზმსაც ხვეწდნენ, თუმცა, პრობლემებიც არის ხარისხთან, სერტიფიცირებასთან და აღირცხვასთან დაკავშირებით.

ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ გიდებს სეზონური სამუშაო ჰქონდათ და აქედან გამომდინარე გამონაკლისი დავუშვით, მათთვის საკმარისია წარადგინონ დასტური, რომ სამუშაო ჰქონდათ თუნდაც 2019 წელს და მიიღებენ კომპენსაციას. რაც შეეხება დასაქმების პლატფორმას, ეს პლატფორმა უკვე მუშაობს, რადგან ჩვენ მუდმივად გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ის კომპანიები, რომელთა სპეციფიკაშიც შედის გიდების პროფილი, მაგალითად ქოლცენტრები და ა.შ. ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ეს კანდიდატურები განიხილონ და მოხდეს მათი დასაქმება. ახლა დაველოდოთ შიდა ტურიზმის გახსნას. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ გიდების მომსახურებით. მივუდგეთ ამ საკითხს პატრიოტულად და გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიონალი გიდების მომსახურება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები