ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები მთავრობას ხელს უშლის განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა ისე, როგორც ეს არის "ჩაფიქრებული."
"რაც შეეხება აქციებს, გამოსვლებს, დემონსტრაციებს, რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, შეიძლება ჩვენთვის რა თქმა უნდა იყოს დისკომფორტის შემქნელიც იყოს, მაგრამ ეს არის სრულიად მისაღები დემოკრატიული პროცესი, რა ნაწილშიც ის არ ცდება კანონმდებლობას. რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს, რომელიც მიმართული არის ჩვენი მუშაობის ჩაშლისკენ და ჩვენი კონსტიტუციური უწყებების მუშაობის პარალიზებისკენ და საბოტაჟირებისკენ, მას ძალიან ადეკვატური და სრულიად ცივილიზებული პასუხი ეცემა და მე არამგონია, რომ რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში სხვა რეაქცია ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე, რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა არის ნეგატიური ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის, განსაკუთრებით ჩემთვის, მიუხედავად ამ ფონისა, არის ის, რომ ბიზნესი არ დავაფრთხოთ, ინვესტორი არ დავაფრთხოთ და შესაძლებლობა მივცეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს ისე, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული,"- ამბობს ნათია თურნავა.