მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა: რეგიონებში მდებარე სასტუმროები დატვირთულია

5ee77c391a9e7
ინგა მურუსიძე
15.06.20 17:42
1189
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ რეგიონებში მდებარე სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია. ამის შესახებ მინისტრმა განცხადება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში, განაცხადა. 

როგორც ცნობილია, დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა.

„ძალიან სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ ჩვენი სასტუმროები დატვირთულია რეგიონებში, რაც გვაძლევს დიდ იმედს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და ამ გამოწვევას დაძლევს.

მინდა, მოგიწოდოთ თქვენ და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - აქტიურად ესტუმრეთ ჩვენს კურორტებს, შესანიშნავ სასტუმროებს, მოინახულეთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, ეს არის არა მარტო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სასიამოვნოთ გაატაროთ ვიქენდი, არამედ ეს არის სამოქალაქო თანადგომის ერთგვარი აქტი. ამით შეიტანთ წვლილს ტურისტული ინდუსტრიის გვერდით დგომაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ და ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები