მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა შანხაის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს

5dc06cd6bbe49
BM.GE
04.11.19 23:45
1026

5 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის ექსპო გაიხსნება. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე შედიან სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, აგრეთვე 30-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია საქართველოს ეროვნულ პავილიონზე განთავსდება.

შანხაის იმპორტის ექსპოში 150 ქვეყნისა და რეგიონის 3000 მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა ჩინეთის ეროვნულ საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება. გამოფენის პარალელურად ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრონ.


ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს გამოფენის პარალელურად მიმდინარე ბიზნესფორუმში, ასევე სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკას შეეხება. გარდა ამისა, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნულ საგამოფენო პავილიონს დაათვალიერებს, აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო და რეგიონალურ ლიდერებთან, აგრეთვე ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები