მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას თავიდანვე ვურჩიე, რაც ევალება, ის შეასრულოს - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

ციფრული ბანკის „ჰეშის“ მფლობელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით IMF-ის რეკომენდაციის კომენტირებისგან თავს იკავებს.

„ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე - ბიზნესთემა... პრეზიდენტმა წარადგინა სებ-ის საბჭოს წევრები, პარლამენტმა არ დანიშნა... ჩვენ ნაკლებად გვეხება“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

შეგახსენებთ: IMF-ის აზრით, ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის კანონში უნდა შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, 2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, და 3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით.

- ნათია თურნავას როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს როგორ აფასებთ?

- ნათიას <თურნავა> როგორც კი დაინიშნა, თავიდანვე ვურჩიე, რომ როგორც ყველა ჩინოვნიკს, სახელმწიფო მოხელეს რაც ევალება, ის უნდა შეასრულოს და ყველაფერი გამოუვა. ანუ ნაკლები ბიუროკრატია, „ფურცლომანია“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საფინანსო სექტორში რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გაჩნდეს, რათა ბოლო მომხმარებლისთვის გაიაფდეს პროდუქტი. ეს არის ამოცანა.რამდენადაც გაართმევს თავს, იმდენად შეაფსებს და დაუფასებს მომავალი თაობა...

- ნათია თურნავა ამ გზას ადგას?

- მე მივიღე ჩემი <ციფრული ბანკი „ჰეში“> ლიცენზია... წინა პრეზიდენტი <კობა გვენეტაძე> არ იძლეოდა...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები