მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Native Racha-მ ხორცპროდუქტების წარმოება გაზარდა და ახალი პროდუქტები დაამატა

625efded6c52c
ალა ისპირიანი
19.04.22 23:10
1300
დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია Native Racha-მ წარმოება გააფართოვა. როგორც Bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი განმარტავს, მათ პროდუქტებს, რამდენიმე ახალი სახეობა დაემატა.

მისი თქმით, წარმოების ზრდასთან ერთად კომპანიის მასშტაბებიც გაიზარდა და თბილისის გარდა უკვე ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმშიც არიან წარმოდგენილები.

„დავიწყეთ დამატებით პროდუქტების წარმოება, კერძოდ, სვანური ხამშის (სვანური მარილით გაკეთებული სვანური ლორი), ასევე დავამატებ იმერული დავარგებული ძეხვი, შებოლილი შესაწვავი კუპატები, რომელიც ჩვენს მარკეტში უკვე არის და ძალიან მალე სუპერმარკეტებშიც იქნება. ასევე დავამატეთ ქართული ღორის ჯიშის ფრეში, სასტეიკე დავარგებული ფრეში, რომელიც უნიკალურია და ერთადერთია საქართველოში, მისი მასშტაბური მწარმოებლები ერთადერთი ჩვენ ვართ. ეს პროდუქტები ჩვენს მაღაზიაში უკვე არის. აქვე გეტყვით, რომ ახლა თვიურად 2 ტონამდე ხორცის წარმოება ხდება, მაგრამ შემდეგი 2-3 წლის ჭრილში გვინდა 7 ტონამდე ავიდეთ“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, როგორც ბაბლუანი აღნიშნავს, საქართველოდან ღორის ხორცის პროდუქტების ექსპორტი ჯერჯერობით არ ხორციელდება, თუმცა ფიქრობს, რომ ევროპის ბაზარზე დიდი პოტენციალი ექნებათ.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. რამდენიმე წლის შემდეგ თუ ჩვენ ამის ექსპორტს შევძლებთ, საქართველო, განსაკუთრებით ევროპულ ბაზარზე, შესაძლოა გახდეს ისეთი ცნობილი, როგორც დღეს ცნობილია მაგალითად ღვინით“, - აღნიშნავს ბაბლუანი.

ცნობისთვის, კომპანია Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა. კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 20 სახეობამდე პროდუქტს აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები