მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NATO-ს გენერალური მდივანი: ევროპა აშშ-ის ქმედებებს ირანში „აბსოლუტურ მხარდაჭერას“ უცხადებს

mark

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა „აბსოლუტურ მხარდაჭერას“ უცხადებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ირანში. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი წარმოადგენს პირდაპირ „საფრთხეს“ ევროპისთვის, ისრაელისა და მთელი რეგიონისთვის. მისი თქმით, გასული უქმეების მოვლენების ფონზე, ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამენ და ვაშინგტონთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.

კითხვაზე, ხომ არ დააგვიანა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-სთვის ბაზების გამოყენების უფლების მიცემა, რუტემ განმარტა, რომ ნებართვის გაცემამდე გარკვეული „სამართლებრივი საკითხების“ მოგვარება იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა მდივანმა უარი თქვა, საჯაროდ განეხილა, ფლობდა თუ არა ინფორმაციას აშშ-ისრაელის იერიშების შესახებ მათ დაწყებამდე, მან აღნიშნა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები