მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO სურს, ყველა ქვეყანამ მაქსიმუმი გააკეთოს რუსეთზე ზეწოლის კუთხით - აპატურაი

625fc3956278c
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 12:35
844
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ რუსეთზე ზეწოლის კუთხით მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

“როგორც ორგანიზაცია, NATO სანქციებში არ მონაწილეობს, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მინდა ვთქვა, რომ ნათელია საქართველო ძალიან კომპლექსურ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების პოზიციაშია. ამასთან, NATO-ს ხელისუფლებას სურს, ყველა ქვეყანამ იქნება ეს საერთო აზრის მქონე თუ არა, მაქსიმალური გააკეთოს უკრაინის მხადაჭერისა და რუსეთის ზეწოლის კუთხით, რათა უკრაინაში ომი შეწყდეს”,-განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მისი მოხსენების თემა NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები