მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ სახელმწიფო ქონება აუქციონზე 14.1 მილიონ ლარად, საინვესტიციო ვალდებულებით იყიდება.

აღნიშნულ შენობაში გასულ წლამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა.

აუქციონის თანახმად, საპრივატიზებო ობიექტი ნინო რამიშვილის ქუჩა N12-ში მდებარე 674 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (მიწისქვეშა), N3, N4 (მიწისქვეშა) და N5 შენობა-ნაგებობა და მოძრავი ქონებაა.

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გასაყიდად გამოტანილი ობიექტის საწყისი ფასი 14 080 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი 10 000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 1 408 000 ლარი.

შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.

"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.

ამასთან, ახალი მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები