მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

მეველეს ქუჩა N17

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში მდებარე სახელმწიფო ქონება - 2369 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N7 შენობა-ნაგებობები აუქციონზე იყიდება.

საწყისი საპრივატიზებო ფასი 2 187 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯია 5000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა 218 700 ლარი.

ელექტრონულ აუქციონს ახლავს რამდენიმე შენიშვნა. კერძოდ, საპრივატიზებო ობიექტს იყენებენ პირები (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს. საპრივატიზებო უძრავი ქონება მდებარეობს სასაფლაოების სანიტარული დაცვის არეალში. საპრივატიზებო უძრავი ქონების მცირე ნაწილი ხვდება წყალარინების ქსელის შეზღუდვის არეალში.

აუქციონი 30 ივლისს გამოცხადდა და 13 აგვისტოს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები