ქუთაისში სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. კერძოდ, საპრივატიზებოდ გამოტანილია გუგუნავას ქუჩა N1-ში, N2-2 ნაკვეთში მდებარე 8233 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა
სახელმწიფო ქონების საწყისი ღირებულება 3 380 000 ლარია, ბიჯი კი 5 000 ლარი. აუქციონი 17 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს სრულდება.
აუქციონს ახლავს მითითება, რომ ქონება მდებარეობს საწარმოო ზონაში. ასევე, N1 შენობა-ნაგებობიდან 1156.09 კვ.მ. 08/04/2024 წელს გაცემულია იჯარის უფლებით 5 წლის ვადით, საიდანაც 600 კვ.მ. გაცემულია ქვეიჯარის უფლებით 3 წლის ვადით, ასევე N1 შენობა-ნაგებობიდან 864 კვ.მ. გაცემულია იჯარის უფლებით 16/06/2027 წლამდე.
























