მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალ ვექტორს", პრივატიზაციის განახლებული ვალდებულებებით, ჯარიმა ეპატიება

23

მთავრობამ შპს ახალ ვექტორს, რომელსაც სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ჯარიმა განახლებული ვალდებულებების შესრულების პირობით აპატია.

განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ახალი ვექტორისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №672 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს ახალი ვექტორის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ 25 აგვისტოთი თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლამდე თბილისში, კერძოდ, დიდუბეში მდებარე მიწაზე უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს მრავალფუნქციური კომპლექსი.

ინვესტორის ვალდებულებები ასეთია: კომპანიამ უნდა დახარჯოს არანაკლებ 3 100 000 ლარი (დღგ-ს გარეშე) და არაუგვიანეს 12/07/2030 წლისა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, №01.13.01.009.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების)) ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კომერციულ ფართ(ებ)ს, ეზოს კეთილმოწყობას (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას)) აშენება, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება.

კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების (მათ შორის, ამავე ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, უნდა წარადგინოს არანაკლებ 310 000 ლარის, არანაკლებ 2030 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით მოქმედი, ახალი/შეცვლილი საბანკო გარანტია.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს ახალ ვექტორის დირექტორი და მესაკუთრე ლიანა ფუტკარაძეა. კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები