მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნათს ინქორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
03.06.24 14:36
252

ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროკომპანია „ნათს ინკორფორეითიდ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წელს დაარსდა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის და თხილის ბაღები დაახლოებით 3000 ჰექტარზე გააშენა და განავითარა.

კომპანია დასავლეთ საქართველოში 2200 ჰექტარზე 10-12 წლიან თხილის ბაღებს ფლობს, ხოლო აღმოსავლეთში სამი წლის განმავლობაში, 800 ჰექტარზე, ეტაპობრივად გააშენა ნუშის ბაღები.

კომპანია უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპორტისთვის აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ნუშსა და თხილს და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას.

„მივესალმებით „ნათს ინქორფორეითიდს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის აგროკომპანია, რომელმაც დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში მოახერხა ბაზარზე პოზიციონირება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად სექტორისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. სასოფლო-სამეურნეო საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტია ბიზნეს ასოციაციისთვის, რაზედაც შესაბამისი კომიტეტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და სექტორისთვის შედეგის მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები