მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ მთავრობაში არასდროს ვიქნებით. "ოცნებასთან" კოალიციაც გამორიცხულია - გიორგი გახარია

საქართველოსთვის

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ მიმდინარე წლის არჩევნებზე, კოალიცია არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ იქნება.

"კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია" - განაცხადა გახარიამ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში".

გიორგი გახარიას თქმით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30% ან 45% აქვს, არ ნიშნავს, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.

"ჩვენი მთავარი ამოცანა, რასაც ადამიანები მეუბნებიან, მდგომარეობს იმაში რომ „დაამარცხოთ "ოცნება" ისე, რომ „ნაციონალებს“ არანაირი შანსი არ ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების“. მე, კოალიციის ამომრჩეველი ვარ, მაგრამ ეს კოალიცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. კოალიცია უნდა ეფუძნებოდეს ფასეულობებს და ვერანაირი ერთობლივი ფასეულობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მექნება. ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი", - განაცხადა მან.

როგორც გახარია ამბობს, თუ მისი პარტიის ხმები არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება, მას არც "ოცნებას" და არც "ნაციონალებს" არ მისცემს:"ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი. წერტილი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები