საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კვირცხალიამ სტუდენტების მეორადი ჩარიცხვების შესახებ გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.
მისი მოსაზრებით, "ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას უნდა მიესალმებოდეს.
"როდესაც რაღაცა რეფორმას ატარებ საზოგადოებისთვის არის ახალი და რადგან ეს პროგრამა ახლა დაანონსდა, საგამონაკლისო წესით სტუდენტებს მიეცათ უფლება მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში.
ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმები. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება", - განაცხადა მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.




























