მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან და თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ერთი თვის წინ დანიშნულმა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს - ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი სურვილია, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოს, რადგან პოლიტიკაში ყოფნა მარტივი არ არის.

„მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული და პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მე მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე დაახლოებით ერთი თვეა რაც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები