2025 წლის 11 თვეში ნატურალური თაფლის ექსპორტი გაიზარდა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტმა $279 ათასს მიაღწია, ხოლო მოცულობამ 45 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე ($227 ათასი, 24 ტონა) დაყრდნობით, საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობითი ზრდა 87.5%-ია.
2025 წელს, საქართველოსთვის თაფლის მთავარი სავაჭრო ბაზარი საფრანგეთი იყო, სადაც ქვეყანამ 21 ტონა თაფლის რეალიზაციიდან $139 ათასის შემოსავალი მიიღო.
საქართველოსთვის ნატურალური თაფლის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრები არიან (2025/11 თვე):
- საფრანგეთი – $139 ათასი, 21 ტონა;
- ერაყი – $41 ათასი, 3 ტონა;
- აზერბაიჯანი – $35 ათასი, 8 ტონა;
- ბულგარეთი – $34 ათასი, 9 ტონა;
- სომხეთი – $13 ათასი, 1 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტმა $30 ათასს მიაღწია, ხოლო თაფლის მოცულობამ 3.6 ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნატურალური თაფლის იმპორტი საქართველოში 15.3%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი გასული წლის 11 თვეში საფრანგეთი იყო, საიდანაც ქვეყანამ $15 ათასის თაფლი შეიძინა.
ნატურალური თაფლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები (2025/11 თვე):
- საფრანგეთი – $15 ათასი, 1.4 ტონა;
- ბელარუსი – $8 ათასი, 1.4 ტონა;
- ახალი ზელანდია – $3 ათასი;
- იტალია – $2 ათასი, 10 კილოგრამი.
შენიშვნა: მცირე მოცულობების გამო, ზოგიერთი ბაზრისთვის სტატისტიკაში თაფლის რაოდენობა მითითებული არ არის.




























