მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის და გაზის კორპორაციამ მაგისტრალურ გაზსადენზე ₾767 ათასის ტენდერი გამოაცხადა

ნავთობის და გაზის კორპორაცია

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებაზე ჯამში 767 ათასი ლარის ორი ტენდერი გამოაცხადა.

პირველი 455 872 ლარის ტენდერი „სუფსის კვანძის“ საავტომობილო მაგისტრალის ქვეშ მილების დახურული წესით მოწყობის/მონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს.

კერძოდ, ტექნიკური დავალება „სუფსის კვანძის“ საავტომობილო მაგისტრალის სამ კვეთაზე (ჯამურად 288 მეტრი) (164 მეტრი, 64 მეტრი, 60 მეტრი), ჰორიზონტალური ბურღვის ან გამოწნეხვის მეთოდით გაზსადენის გარცმის მილების მონტაჟისთვის, საბურღი დანადგარისთვის ჯამში 3 (სამი) ქვაბულის მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა შესრულდეს. ნავთობის და გაზის კორპორაციის განცხადებით, მიმწოდებელი ვალდებულია, სპეციალური სამაგრი კონსტრუქციით თითოეული ქვაბულის გამაგრება უზრუნველყოს. ტენდერში განაცხადების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

მეორე ტენდერიც „სუფსის კვანძის“ სარემონტო სამუშაოებს ეხება. კერძოდ, 311 040 ლარის ღირებულების შესყიდვა „სუფსის კვანძის“ საავტომობილო მაგისტრალის ქვეშ გარცმის მილების დახურული წესით მოწყობის/მონტაჟის სამუშაოებს ითვალისწინებს. ტენდერით შერჩეული კომპანია ვალდებულია მილების გატარებაზე, გეოდეზიურ სამუშაოებსა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მეორე ტენდერში წინადადებების მიღება 17 ივნისს დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება.

ეს ნიშნავს, რომ პირველი ტენდერი „სუფსის კვანძის“ მაგისტრალის ქვეშ საინჟინრო სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს ქვაბულების კედლების შპუნტებით გამაგრებას, ხოლო მეორე ტენდერი უშუალოდ მილების დახურული წესით გაყვანას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები