მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასების არასტაბილურობა

5d8329736e756
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 22:15
779

ხუთშაბათის ვაჭრობის შემდეგ, ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა.

Bloomberg-ის ბაზაში ამ დროისთვის, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 63,88 აშშ დოლარი ღირს, რაც გუშინდელ ვაჭრობასთან შედარებით დაახლოებით 12 ცენტით მეტია. რაც შეეხება, მეორე პოპულარული ტიპის ნავთობის ღირებულებას, West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი 14 ცენტით მომატებულია და ბარელზე 58,25 დოლარი ფიქსირდება.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ნავთობის ფასები მომავალი დღეების განმავლობაში არასტაბილურობას შეინარჩუნებს. ბაზრის დამკვირვებლების პროგნოზით, მატება და ვარდნა მოსალოდნელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები