მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

64abba7577f7a
გიორგი თოლორდავა
10.07.23 12:02
3582
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციით დაიწყო - ნავთობის ფასები საშუალოდ 1%-ითაა შემცირებული და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, WTI-ს ღირებულება კი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბირჟაზე ნავთობის ფასები საშუალოდ 25%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 58 დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპის მასშტაბით გაზის ღირებულება დამატებით 2%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულებამ ევროპაში 32 ევრო შეადგინა. ერთწლიან პერიოდში გაზი საშუალოდ 80%-ითაა გაიაფებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები