მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

649550d9dfb74
გიორგი თოლორდავა
23.06.23 12:36
1452
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და ამჟამად 72 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 68 დოლარს შეადგენს.

დაღმასვლა ფიქსირდება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ერთ დღეში 4.5%-ით გაიაფდა და ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 56 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული.

მკვეთრად ეცემა ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 32 ევროს შეადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 75%-ითაა შემცირებული.

ენერგორესურსების გაიაფება მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-მა წლის ბოლოსთვის ნავთობის პროგნოზირებული ფასი 10%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში იქნება. ფასების შემცირების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ გლობალური ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების გაზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები