მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

64b52fb515a06
გიორგი თოლორდავა
17.07.23 16:21
1781
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის ფასები ეცემა. Brent-ის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ნავთობის ღირებულება 78 დოლარს შეადგენს. WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შემცირებულია რუსული ნავთობის ღირებულებაც, ბოლო სავაჭრო სესიაზე Urals-ის ფასი 0.5%-ით დაეცა და ბარელის ღირებულება 63 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მსოფლიოს მასშტაბით გაზი მკვეთრ გაუფასურებს განაგრძობს. ევროკავშირში მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 25 ევრომდე დაეცა, რაც ერთწლიან პერიოდში 84%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბირჟაზე ენერგორესურსების გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი კი 0.8%-ს შეადგენს. აღნიშნული შედეგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომლებიც წინა კვარტალთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდას 2.2%-ით პროგნოზირებდნენ.

არასახარბიელო კვარტალური შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა დაგეგმილი ტემპით აღდგენას ვერ ახერხებს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.

ბუნებრივია, ჩინეთში რეცესიული და დეფლაციური რისკების ზრდა ენერგეტიკულ ბირჟაზე ნეგატიურად აისახება, რადგან ჩინეთი ნავთობის და გაზის უმსხვილესი მომხმარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები