მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი 4-წლიან მინიმუმზეა - რა გავლენა აქვს საქართველოზე?

ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ბოლო ერთი კვირაა ფასები კლების ტენდენციას აჩვენებს. საერთაშორისო ბირჟაზე ნედლ ნავთობზე ფასის ვარდნის გავლენით, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 10-13 თეთრის ფარგლებში უკვე შემცირდა.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები კი ბოლო 4 წლის მინიმუმზეა. არსებული მდგომარეობით, BRENT-ის ტიპის ნავთობი ბირჟაზე 64 დოლარად ივაჭრება, WTI 60 დოლარი ღირს. ნავთობზე ფასის ვარდნა მსოფლიოში სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინს აჩენს, რაც თავის მხრივ ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს.

მეორე ფაქტორი, ოპეკი +-ის განცხადებაა მოსალოდნელზე მაღალი წარმოების შესახებ, რაც ასევე ფასებზე წნეხს ზრდის. როგორ აისახება საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები საქართველოზე, შემოვიდა თუ არა ნავთობპროდუქტების ახალი პარტიები ქვეყანაში და კიდევ რამდენით შეიძლება გაიაფდეს საწვავი საცალო ქსელებში?

სტუმარი: ვასილ ხორავა - "ვისოლის" გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები