მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი 7%-ით დაეცა

ნავთობი

ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოლოდინით არის განპირობებული.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 7%-ით შემცირდა და ბარელზე $96 შეადგინა.

პარალელურად, ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 7.3%-ით შემცირდა და ბარელზე $90-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე ძირითადი გაგება დიდწილად მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე მალე, ეტაპობრივად გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები