მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზეა

5ed74ed9390f6
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.20 15:40
1361
OPEC-ის წევრი ქვეყნების შეხვედრის მოლოდინისა და 2020 წლის მარტში დაწყებული კრიზისის ფონზე, ნავთობზე ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. ამას ლონდონის ბირჟაზე დღეს დილას განვითარებული მოვლენები ადასტურებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრეცლებს.

Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე $40 გადასცდა და $40.12 გაუტოლდა, ხოლო WTI-ზე ფასი ბარელზე $37,63 გაუტოლდა.

პირველი მაისიდან OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ნავთობის მოპოვება შეამცირა. პირველად, ორი თვის მანძილზე, მოპოვება 24 საათში 9,7 მილიონ ბარელს გაუტოლდა.

2020 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 7,7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო 2021 წლიდან 2022 წლის მაისამდე მოპოვება 5,8 მილიონ ბარელამდე დაიკლებს.

შეთანხმება 23 ქვეყანას შორის შეადგა. ასევე ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთმა და საუდის არაბეთმა გადაწყვიტეს, რომ ბაზრიდან 2,5 მილიარდ ბარელ ნავთობს გაიტანენ.

შეთანხმება მხარეებს შორის 12 აპრილს შეადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები