მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი ისევ იზრდება – დიზელი განსაკუთრებით გაძვირდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასის ზრდის პროცესი ისევ გრძელდება. დღეს ბარელი Brent-ის ფასმა 108 დოლარს მიაღწია, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 98 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, აშშ-ში დიზელის საცალო ფასმა ისტორიულ ნიშნულს ერთ გალონზე 5 დოლარს გადააჭარბა, რაც არის მხოლოდ მეორე შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც საწვავის ფასმა ამ ზღვარს მიაღწია.

ცხადია, ფასების მკვეთრი ზრდა პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ბლოკადასთან, სადაც მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20% გადის.

ეკონომისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დიზელის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს მთელ ეკონომიკაში. ვინაიდან დიზელი სატვირთო გადაზიდვების, მატარებლებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ძირითადი საწვავია, მოსალოდნელია სამომხმარებლო საქონელზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები