მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ დღეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 69 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 65 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 64 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საერთო ჯამში, ერთკვირიან პერიოდში ნავთობი საშუალოდ 4%-ით არის გაძვირებული.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზიის რეგიონში მოთხოვნის ზრდა და OPEC-ის მხრიდან IV კვარტალში მიწოდებასთან დაკავშირებით კონსერვატიული პროგნოზის წარმოდგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები