მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი მცირდება - გავლენა საქართველოზე

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 4.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 86 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 9.5%-ითაა გაიაფებული.

შედარებისთვის, ჯერ კიდევ წინა თვეს ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.

ერთ კვირაში 1.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში?

სტუმარი: ზაალ იაკობიძე - "სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები