მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასმა ბარელზე 91 დოლარს მიაღწია

ნავთობის ჭაბურღილი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაციისა და აშშ-ირანის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად იზრდება.

ამჯერად ბარელი Brent-ის ფასმა 91 დოლარს მიაღწია, რაც ერთ კვირაში 7%-ით და ერთ თვეში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე ანალოგიური ზრდა აქვს ამერიკულ WTI-ს. ხოლო რუსული Urals-ის ფასი 11.5%-ითაა ერთ კვირაში გაზრდილი და ამჟამად 69 დოლარს აღწევს.

მკვეთრი ზრდა აქვს ბუნებრივ აირსაც, ის ევროპის მასშტაბით 12%-ით გაძვირდა და მეტავატი/საათი ენერგიის ფასმა 60 ევროს მიაღწია, რაც ერთთვიან პერიოდში 42%-იან მატებას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, ინვესტორებს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივად ჩაკეტვის, რეგიონში წარმოების შეფერხების და პოტენციურად ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვის პერსპექტივა აშფოთებთ, რაც ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები