მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

ნავთობის ჭაბურღილი

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $71-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 68 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 51 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 41%-იანი კორექციაა.

საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 35%-ით არის გაიაფებული.

ენერგეტიკული რესურსების გაიაფება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან და მიწოდების ჯაჭვის აღდგენის პროგნოზთან არის დაკავშირებული, რასაც ირანის სამშვიდობო შეთანხმება განაპირობებს.

ამასთან, OPEC-მა ნავთობის დღიური წარმოების 188 000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ენერგეტიკულ რესურსს დამატებით აუფასურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები