მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი 56 დოლარამდე დაეცა

ნავთობი

ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის და OPEC-ის მხრიდან მიწოდების ზრდის მოლოდინის ფონზე, დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

ამჟამად რუსული Urals-ის ფასი 56 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 35%-ით, ხოლო პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, 53%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მკვეთრადაა გაუფასურებული ამერიკული WTI და გლობალური ეტალონი Brent-ი, რომელთა ღირებულება 67-70 დოლარის ფარგლებშია, რაც 30%-იან კორექციას წარმოადგენს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მიწოდების მკვეთრი ზრდის ფონზე, 2027 წლიდან სანავთობო ბაზარზე ახალი პრობლემა გაჩნდება – ჭარბი მიწოდება, რაც ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების საბიუჯეტო შემოსავლებს მკვეთრად შეამცირებს, რადგან ენერგორესურსების ღირებულება გლობალურად დრამატულად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები