მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი ახლებურად განისაზღვრება

63e0f386abf48
BM.GE
06.02.23 21:00
529
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება. კერძოდ, რესურსებით სარგებლობის უფლება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს. კონკრეტულად კი აღნიშნული უფლება წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ხელმოწერის ბონუსის გადახდის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებითა და წესით, აუქციონის გარეშე გადაეცემა ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღისეულს.

დოკუმენტში განმარტებულია თუ რა შემთხვევაში და როგორ დგინდება ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებები.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა იმ ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადების წარსადგენად.

კომიტეტმა კანონპროექტის II მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები