მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე მოთხოვნა და ფასები გაიზრდება - Goldman Sachs

ნავთობის ჭაბურღილი
BM.GE
31.07.23 17:37
11

უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის პროგნოზით, წლის ბოლომდე ნავთობზე მოთხოვნა და ფასები სტაბილურად გაიზრდება. დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ფასი, სავარაუდოდ, 86 დოლარს მიაწევს, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში ნავთობის ფასი 93 დოლარი იქნება.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Goldman-ის ანალიტიკოსების განმარტებით, ნავთობის გაძვირება ენერგორესურსებზე მოთხოვნის ზრდით იქნება განპირობებული, განსაკუთრებით კი ჩინეთის რეგიონში. მეორე ფაქტორად მიწოდების შეზღუდვა სახელდება, სავარაუდოდ, რუსეთი, საუდის არაბეთი და OPEC-ის წევრი ქვეყნები წლის ბოლომდე ნავთობის მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებენ, რაც ფასებზე აუცილებლად პოვებს ასახვას.