მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემა ABM Shelf-ს ნერგავს

bdo
07.12.23 10:00
467

მსხვილი სავაჭრო ქსელი „ნაზილბე“ BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის პროგრამა ABM Shelf-ს ნერგავს. ABM Shelf უკრაინული კომპანია ABM Cloud-ის მიერ შექმნილი, ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფტია.

„ნაზილბემ“ ABM Shelf-ის დანერგვა 2023 წელს დაიწყო და წლის ბოლომდე შეძლებს მისი შესაძლებლობების გამოყენებას.

პროგრამის დანერგვის შემდეგ კომპანია სავაჭრო დარბაზების მართვის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. შესაძლებელი ხდება მაღაზიის დახლების, მაცივრებისა და სხვა მსგავსი აქტივების მონაცემებისა (ზომა, თაროების რაოდენობა, სიმაღლე, სიღრმე და ა.შ.) და დიზაინის სისტემაში შეყვანა და შემდეგ, თითოეული თაროს დეტალიზაციით პროდუქციის განლაგების დაგეგმვა.

მაღაზიებისთვის დავალებების გაწერა და მათი შესრულების კონტროლი სისტემაშივეა შესაძლებელი. მაღაზიის თანამშრომელს შეუძლია შესრულებული სამუშაოს ფოტოს ატვირთვა სისტემაში, შესაბამისად, მენეჯერმა ზუსტად იცის, მაღაზიაში პროდუქტი სად და როგორაა განლაგებული.

ABM Shelf-ის დანერგვის შემდეგ კომპანიას მისი ანალიტიკური მოდულის გამოყენება შეეძლება, რომელთანაც მუშაობა მარტივია და ამავე დროს, სიღრმისეული რეპორტინგის საშუალებას იძლევა. სისტემით კომპანია შეძლებს, მუდმივად ადევნოს თვალი პროდუქციის თაროებზე განლაგების ეფექტიანობას და ამის მიხედვით ოპტიმალურად განათავსოს პროდუქტები თაროებზე.

ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საჭიროებებიც, რომელიც კომპანიაში არსებულმა ციფრულმა გადაწყვეტებმა უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ „ნაზილბე“ და BDO Digital-ის გუნდი აგრძელებენ თანამშრომლობას ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები