მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBA-ის ლეგენდა ირვინ "მეჯიქ" ჯონსონი მილიარდერი გახდა

მეჯიქ ჯონსონი

მაიკლ ჯორდანის, ლებრონ ჯეიმსისა და ტაიგერ ვუდსის შემდეგ, ირვინგ “მეჯიქ” ჯონსონი მეოთხე ამერიკელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მიიღო. ამერიკული გამოცემა Forbes-ის შეფასებით, ჯონსონის ამჟამინდელი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ქონების უდიდესი ნაწილი შეადგენს წილებს Washington Commanders, Los Angeles Sparks, Los Angeles Dodgers-სა და Los Angeles Football Club-ში. ამასთანავე ის წილს ფლობს აიოვაში დაფუძნებულ სადაზღვევო კომპანია EquiTrust-ში, საიდანაც ჯონსონმა თავისი ქონების უდიდესი წილი მიიღო.

13-წლიანი ლოს-ანჯელესური კარიერის განმავლობაში მეჯიქმა 40 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც დღევანდელ ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ 110 მილიონ დოლარს უდრის.
რაც შეეხება მცირე ინვესტიციებს ჯონსონს ფული აქვს ჩადებული სავარჯიშო დარბაზებში, კინოთეატრებში, სწრაფი კვების რესტორან Burger King-სა და ყავის კომპანია Starbucks-ში.

მისი განცხადებით, ის მილიარდერი გაცილებით ადრე 1970-იან წლებში გახდებოდა, “ნაიკის” შემოთავაზებაზე უარი, რომ არ ეთქვა. ჯონსონმა მსოფლიოში წამყვან სპორტული ტანსაცმელების ბრენდთან თანამშრომლობაზე უარი Converse-ის სასარგებლოდ თქვა, რომელიც იმ დროს წელიწადში 100 ათას დოლარს უხდიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანი, ჯეიმსი, ვუდსი და ჯონსონი ერთადერთი ოთხი ათლეტია, რომლებსაც მილიარდობით წმინდა ქონება აქვთ, ისინი არ არიან ერთადერთი სპორტსმენები, რომლებმაც საერთო ჯამში ამხელა თანხა შეაგროვეს. მათ გარდა Forbes-ის შეფასებით მილიარდიანი სტატუსი მიიღეს კრიშტიანუ რონალდუმ, ლიონელ მესიმ, როჯერ ფედერერმა და ფლოიდ მეივეზერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები