დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვარს 9 700 აცრა ჩატარდა, მათგან 4 474 კი ბუსტერ-დოზა იყო.
საქმე ის არის, რომ 13 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ-დოზა ჩატარებული აქვს 98 931 ადამიანს, მაშინ როცა გუშინ ეს მაჩვენებელი 94 457 ადამიანს შეადგენდა.
რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 303 902 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 45.4%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 183 683 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 41.2%.
NCDC-ს ცნობით, 13 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში ჩატარებულია 2 588 299 აცრა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში იმუნიზაცია 3 ვაქცინით მიმდინარეობს: „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.



























