NCDC-ში ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ამირან გამყრელიძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათი წყაროს ცნობით, გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. "მთავარის" ინფორმაციით, გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება.
"ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის, დაკარგული ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება - ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია წავიდეს. მაგრამ ზეწოლის მიუხედავად, მთვარმა ეპიდემიოლოგმა დღეს გადადგომის განცხადება არ გააკეთა", - იტყობინება "მთავარი".




























