არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლოების 38%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკაა – ამის შესახებ NDI-ს უახლეს კვლევაშია საუბარი.
NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში ხმის მიცემისას, უმრავლესობს ანუ 38% ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს, მოსახლეობის 13% - ჯანდაცვასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკას, 11-11% - პოზიციას ეროვნულ უსაფრთხოებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 10% - განათლებასთან დაკავშირებით ხედვებს, ხოლო 7% - პარტიის პოზიციას საგარეო საკითხებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.