მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხული მოსახლეობის 24% თავს უმუშევრად მიიჩნევს

600e88064a6b8
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 13:18
1036
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მეოთხედი უმუშევარია.

"აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართული მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება", - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი ივნის-აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია.




დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის:

29% - მუშაობს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე;
24% - უმუშევარია;
15% - ვარ პენსიონერი და არ მუშაობს;
14% - თვითდასაქმებულია;
14% - დიასახლისია და არ მუშაობს,
3% - სხვა პასუხი აქვს გაცემული.

ცნობისთვის: აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები