NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 19% კი მიიჩნევს, რომ ხელფასები. 33% კი მნიშვნელოვან საკითხად სიღარიბეს ასახელებს. კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები 2009 წლის შემდეგ არ შეცლილა.
რაც შეეხება კითხვას როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 49% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.